თბილისში 712 ახალი შემთხვევა, აჭარაში- 545 , იმერეთში – 305

Nusagi

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.

როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია – 545 შემთხვევა, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.

„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტია 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23.

2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში-1 926. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში)გადაყვანილია – 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისშია 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: