პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლნისის ოლქში დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან

Nusagi

ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, სადაც ჩვენ გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი, იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და იგივე ხდება რამდენიმე სხვა ოლქში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, ბოლნისის ოლქის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, კახა ოქრიაშვილს აგიტატორებისთვის გადახდილი თანხა დეკლარირებული არ აქვს.

„აქ ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავს და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა, დეკლარირებული არ არის ეს თანხები, ანუ დიდი რესურსი აქვს, მაგრამ დეკლარირებული არ აქვთ ეს თანხები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: