ირაკლი კობახიძე: გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ IPM-ი რევოლუციური სცენარის განვითარებაში იყო ჩართული

Nusagi

გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომლიც ადასტურებს იმას, რომ IPM-ი იყო ჩართული ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ ოჯახებში და მოქალაქეებს უსვამდნენ კითხვას, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს?

„ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა გამოიკითხა, IPM-ის წარმომადგენლები ატარებდნენ კვლევას. ისინი შედიოდნენ ოჯახებში და ჩვენ გვაქვს ე.წ. „სქრინები“ აიპადებიან. გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომლიც ადასტურებს იმას, რომ IPM-ი იყო ჩართული ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში. რაც არის გამაოგნებელი მოვლენა და ამას დამატებითი შესწავლა დასჭირდება. ეს აღმაშფოთებელია და ამასაც უნდა ჰქონდეს მკაცრი რეაქცია“,- აღნიშნა კობახიძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით IPM-ი ატარებს კვლევას იმის შესახებ, თუ პროტესტის გამოხატვის რა მეთოდი ურჩევნია საზოგადოებას.

Facebook Comments
%d bloggers like this: