კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შესაძლოა ყველა კლინიკამ დაიწყოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევევაში, ინფიცირებული პაციენტების მიღება კლინიკებს კანონის ფარგლებში დაევალებათ.
„ჩვენი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
Facebook Comments Box