ლალი მოროშკინა: რასაც კადრულობენ ზოგიერთები, ცდება პოლიტიკას

Nusagi

ის, რაც ახლა ხდება, არის ძალიან ბინძური კამპანია ერთი ადამიანის წინააღმდეგ. იმ ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გამოკვება, დაურიგა სახლები, უმკურნალა ოჯახის წევრებს, გააკეთა ყველაფერი, რომ ისინი დღეს ცოცხლები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ,-ამის შესახებ ლალი მოროშკინამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.  

„მიღებული არ არის იქ ჩაფურთხება ან მოსაქმება, საიდანაც წყალს სვამ. რასაც კადრულობენ ზოგიერთები, ეს ცდება პოლიტიკას, რაც მთავარია იმ ქართულ რეალობას, რომელსაც ჩვენ კავკასიელები ვაღიარებთ, როგორც წმინდას, სუფთას. თუ აღარ არსებობს მეგობრობა, ერთმანეთის გატანა, ასეთი სიძულვილი მაინც ნუ იქნება. 

დიდი სურვილი მქონდა, რომ დღეს აქ მოსულიყვნენ ქართუ ბანკის თანამშრომლები, ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლე მართლა დაკავშირებული იყო ბ-ნ ბიძინასთან. ბევრი ყვება, იმ პერიოდში, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, როგორ ამხნევებდა ბატონი ბიძინა მათ, არსად წასვლას არ აპირებდა არც მაშინ და არც ახლა. ეს ბინძური კამპანია ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს“,-განაცხადა ლალი მოროშკინამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: