მაიკლ ბლუმბერგი ბაიდენის მხარდასაჭერად ოჰაიოსა და ტეხასში $15 მილიონს დახარჯავს

Nusagi

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიონერი მაიკლ ბლუმბერგი გეგმავს, დახარჯოს $15 მილიონი პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში. ამის შესახებ 27 ოქტომბერს გაზეთ New York Times-ის სტატიაში წერია.  

გამოცემის ინფორმაციით, ფული ძირითადად სატელევიზიო წინასაარჩევნო რეკლამებში დაიხარჯება. ბლუმბერგის პოლიტიკურმა კონსულტანტმა განაცხადა, რომ ყოფილმა მერმა შეუკვეთა კვლევა, რათა გაერკვია, რომელ შტატებში აქვს ტრამპს მერყევი პოზიციები. კვლევამ ტეხასსა და ოჰაიოზე მიანიშნა. 

ტეხასი იმ შტატებს მიეკუთვნება, სადაც რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება გარანტირებულია, თუმცა ამჯერად NYT-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველი არ არის ერთმნიშვნელოვნად ტრამპის მხარეს. ტეხასში გამარჯვება კანდიდატს 38 ხმას აძლევს, აუცილებელია სულ 270. 

ოჰაიო მერყევ შტატებს მიეკუთვნება. სადაც ბოლო წუთამდე უცნობია, რომელი პარტია და რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. მას 18 ხმა აქვს. 

მანამდე ბლუმბერგმა ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ ფლორიდაში 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: