საფრანგეთში ახალი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება?

Nusagi

საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი ძალით აფეთქებასთან გასამკლავებლად საყოველთაო კარანტინი უნდა გამოაცხადოს. ეს განაცხადა პარიზის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტმა ფილიპ ჟუვინმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს მოსახლეობას ტელევიზიით სიტყვით მიმართავს. საფრანგეთის მთავრობა ხვალ შუაღამიდან საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გეგმას იხილავს. სავარაუდოა, რომ ეს ლოქდაუნი ამჯერად არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, როდესაც მარტის შუა რიცხვებიდან ქვეყანა ორი თვით გაჩერდა.

მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გადაადგილებაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა, სკოლები არ დაიხურება.

საფრანგეთში, ორი კვირის წინ კომენდანტის საათი ღამით დიდ ქალაქებში პარიზის ჩათვლით უკვე გამოცხადდა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 33 417 და გარდაცვალების 523 შემთხვევა გამოვლინდა.

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების რიცხვი 2 მილიონს აღწევს და გარდაცვალების 35 541 შემთხვევა ფიქსირდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: