,,არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე რთული…”-დარეჯან გურასაშვილი

Nusagi

,,დავამარცხე! მოვიგე სასტიკი ბრძოლა…ჩემს მდგომარეობას ერქვა საშუალო სიმძიმის. არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე რთული…ეს არ არის არც ჩვეულებრივი გრიპი, არც უბრალო გაცივება…ეს არის რაღაც სხვა….გადადიხარ სულ სხვა განზომილებაში. გრძნობ, როგორ შორდები ამ სამყაროს, დღე, ღამე არეულია…ადამიანებს შენს გარშემო აღიქვავ სილუეტებად…გესაუბრებიან, გირეკავენ, გკითხულობენ…ეს დროდადრო გაბრუნებს რეალობაში, მაგრამ მალე ფიქრებით ისევ გაურკვევლობაში, უიმედობაში და სaდღაც ნეიტრალურ სამყაროში ხარ. უძლური და დასუსტებული…გადის დღეები, თანდათან მძიმდები.

შენს გარშემომყოფები გრძნობენ ქვეცნობიერად შენს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ვერაფრით გეხმარებიან. ახლოს მოსვლის უფლებაც არ აქვთ. დგება გადამწყვეტი მომენტი…გირეკავენ შვილები( უკვე ჩვეულებრივზე ხშირად, ხმაში ეტყობათ შიში, დაძაბულობა) .ლაშა : ” დეე, როგორ ხარ? რა ვქნა, მითხარი, რა გავაკეთო? ” ,ანანო:” დე, გთხოვ, არ მიღალატო, მერე მე რა ვქნა უშენოდ? ” გულმა უგრძნოთ, რომ ზღვარზე ვარ….და იწყებ ბრძოლას, ურთულეს ბრძოლას… რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი.

ახლა დაახლოებით ერთი კვირა მჭირდება იზოლაციაში ყოფნა, რეაბილიტაციისათვის და ახალი ძალების მოსაკრებად. იმედია, ისევ შევხვდებით. მომენატრეთ! ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის. თითოეული ზარისთვის…. მიყვარხართ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, დარეჯან გურასაშვილი

ცნო­ბის­თვის, და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვებს ინ­გლი­სურს რე­პით ას­წავ­ლი­და. ვი­დეო რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა.

Facebook Comments
%d bloggers like this: