ბადრი ესებუას მამის განცხადებით, მედიით გავრცელებული კადრები ძველია

Nusagi

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბალდებული ბადრი ესებუას მამის განცხადებით, მედიით გავრცელებული კადრები, რომელშიც ქუჩაში მიმავალი მისი შვილი ჩანს, ძველია.

ტარიელ ესებუამ მის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუტანა, რომლითაც ბადრი ესებუა ვიდეოშია ასახული.

„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, ტელეეთერით გავრცელდა სათვალთვალო კამერების კადრები, რომელიც ჟურნალისტების თქმით, 2 დღის წინ ზუგდიდშია გადაღებული. ვიდეოში ბადრი ესებუა ქუჩაში თვაისუფლად გადაადგილდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: