ბაიდენი: ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პირადად უნდა ჩაერთოს

Nusagi

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება მას შემდეგ, რაც იქ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი შეთანხმება დაირღვა. ბაიდენი მოუწოდებს ტრამპს, რომ ის პირადად დაუკავშირდეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებს, რათა საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს.

„შეერთებული შტატები კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას სათავეში უნდა ჩაუდგეს. უნდა შეჩერდეს აზერბაიჯანში თურქეთიდან საბძროლო ტექნიკის და დაქირავებულების გაგზავნა. ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავუწიოთ ჰუმანიტარული დახმარება, რათა ადამიანების ტანჯვა დასრულდეს“ – აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და კონფლიქტის მოგვარებაზე პოლიტიკური მოლაპარაკება დაიწყება, შესრულდეს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

Facebook Comments
%d bloggers like this: