პოლიტიკა

ბუბა კიკაბიძე: ორი კუპლეტი იმიტომ ვიმღერე რუსულად, რომ გაიგონ, რა ლამაზი ქვეყანა ვართ

Nusagi

ბუბა კიკაბიძემ, რომელიც საარჩევნო ბლოკის “ენმ – „ძალა ერთობაშია“ პირველი ნომერია, თავისუფლების მოედანზე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება სიმღერით გახსნა და „თბილისოს“ რუსული ვერსიაც შეასრულა, მოგვიანებით პარტიული სიის პირველმა კიდევ ერთხელ დაიკავა სცენა. მან განმარტა, რატომ იმღერა ღონისძიების გახსნაზე „თბილისოს“ რუსული ვერსიაც.

„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი როა. ახლა ზარებმა დარეკეს, რომ ბუბაო, რატომ იმღერე ორი კუპლეტი რუსულადო, „თბილისო“? მე ვუთხარი, გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, – თქვა ბუბა კიკაბიძემ და სიტყვა გადასცა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ხალხს დისტანციურად მიმართა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,513 ნახვა
%d bloggers like this: