გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმნით ქუთაისის მომავალს და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად

Nusagi

სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, – ასე მიმართა “ღამის შოუს” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის “არა ნაცებს” ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

“დიდი პატივია ჩემთვის იმ ადამიანების წინაშე წარდგომა, ვისაც უამრავი განსაცდელი და გაჭირვება აქვს გამოვლილი, მაგრამ მიუხედავად ყველა განსაცდელისა, ჩვენ ვიყავით მაგალითები იმ ადამიანებისთვის, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ყველა პრობლემა ერთიანობით, ერთამენთთან გვერდით დგომით და ერთმანეთის სიყვარულით. მე ამ ქალაქში გავიზარდე და დღეს უამრავ ნაცნობ სახეს ვხედავ აქ, ამ შეკრებაზე, რაც ძალიან მახარებს.

მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს, ყველა ქუთაისელს, ყველა ის შესაძლებლობა, ყველა ის ბერკეტი და განათლება, რომელსაც თქვენ იღებთ სხვა ქალაქებში, გამოცდილებას, რომელსაც იღებთ სხვა ქვეყნებში, ეს აუცილებლად უნდა მოვახმაროთ ჩვენ ქალაქს, რომ ქუთაისი დაუბრუნდეს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის საუკუნეების მანძილზე ეჭირა. ქუთაისის განვითარების შესაძლებლობები დღეს ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამას მეტი წინსვლა სჭირდება, შეცდომების გამეორების უფლება ჩვენ აღარ გვაქვს.

ჩვენ უნდა გავუკეთოთ ის ყველაფერი ჩვენს ქალაქს, რისი გაკეთების ვალდებული ვართ. ჩვენ უნდა განვავითაროთ მრავალმხრივ ეს ქალაქი. ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი, როგორც გვეკუთვნის, ისე. სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ აუცილებლად, მიყვარხართ, ჩემო ქუთათურებო“, – მიმართა გიორგი გაბუნიამ შეკრებილებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: