გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს

Nusagi

გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ,-ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:
1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.
2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.
3. გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს.

• სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.
• გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: