ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე

Nusagi

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის “არა ნაცებს” ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თავისი გამოსვლა ია მეტრეველმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობით დაიწყო, რომლის ინიციატივითაც ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა.

“არ შემიძლია ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ამით, რომ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ცოდნის ტაძარი, ვგულისხმობ საერთაშორისო უნივერსტეტს, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვენისთვის, თქვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი დღე მინდა მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი განათლების, კულტურის, ეკონომიკის და ქვეყნის განვითარებას განაპირობს ის ახალგაზრდობა, რომელიც აქ მიიღებს საერთაშორისო განათლებას და იქნება პროფესიონალი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ასევე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ დღეს თქვენ წინაშე ვარ, რაც ჩემთვის დიდი პატივია და ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა და არამარტო ეს.

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული ბუტა რობაქიხის დედა, ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში, შემდეგ მოჰყვა სანდრო, შემდეგ იცით, რაც დაატრიალეს და მარტო 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. ამ მე მარტო არ ჩამოვსულვარ, ჩემსავით გაუბედურებული დედები არიან ჩემ გვერდით: გამცემლიძე გიორგის დედა გულიკო გამცემლიძე, იური ვაზაგაშვილის და. ბატონი იურის, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია ეს ვაჟკაცი ქართველი ადამიანი. ისიც როგორი გაუგონარი სისასტიკით გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. მან დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში.

არც ქუთისს დაკლებია მათი სისხლიანი ხელი. მინდა გაგახსენოთ 19 წლის ბიჭი, ვალერი ფხაკაძე როგორ დაცხრილეს საკუთარ სახლთან.

იმიტომ ჩამოვედი თქვენთან, რომ ჩემი ხმა გავაგონო სრულიად საქართველოს და იმათ, ვინც სრულიად სამართლიანადაა განაწყენებული “ოცნებაზე”. ჩვენ ნაწყენები ვართ ოცნებაზე სწორედ იმიტომ, რომ მათ არ დასაჯეს სამართლიანად “ნაციონალური მოძრაობა”. ზეგ არის გადაწყვეტი არჩევნები და ვთხოვო ყველას, გაიხსენოთ რა დროში ვცხოვრობდით, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ. მარტო კეკელიძეზე, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე 7 ადამიანის სიცოცხლე გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა. ეს რომ აღარ განმეორდეს და კრიმინალები აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ ჩვენ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: