მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი იყოს გამოყოფილი

Nusagi

მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი გამოიყოს, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„საწოლფონდში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამაზე ვაკეთებთ მუდმივად აქცენტს და ყველა საავადმყოფო შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მათ მოგვაწოდეს სრული ბაზა პერსონალის, რომელიც ემსახურება პაციენტებს. პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, არ უნდა შეექმნას კრიტიკული მომენტი იმის გამო, რომ მას ვერ გაუწიეს სათანადო მომსახურება ექიმებმა, ან ადგილზე არ იყო რაოდენობრივად ან ხარისხობრივად საჭირო რაოდენობის სტაფი. ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი იყოს გამოყოფილი, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: