წმინდა გიორგი მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან

Nusagi

ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ჩემო განსაკუთრებულო თანამემამულენო, რამდენიმე საათი გვაშორებს გამარჯვებამდე. გავიაროთ მშვიდობიანად ეს რამდენიმე საათიც, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისუფლება ახალ თაობას, რომლებიც უკვე დაიბადნენ თავისუფლებაში. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა, ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: