დავით ხვიბლიანი – ბინძური ცილისწამების გამო პასუხს აგებენ სასამართლოში – სხეულზე არანაირი წამებისა და ცემის კვალი არ მაქვს

Nusagi

ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ცილისწამების გამო, “მთავარი არხის”გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პრეტენზია აქვს ელისო კილაძისა და ნიკა გვარამიას განცხადებასთან, რომ „დავით ხვიბლიანი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მიჰყავდათ სადღაც, სადაც სცემდნენ, აწამებდნენ, ხოლო ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერის დროს უკან მოჰყავდათ“.

ხვიბლიანი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანას “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის შესახებ დაწყებული გამოძიების პარალელურად არ აპირებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, მან უკვე სხეულზე ჩაიტარა ექსპერტიზა, რითაც მტკიცდება, რომ არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

ხვიბლიანმა ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა.

“არ ვაპირებ შევეგუო და თვალი დავხუჭო იმ ცილისწამებასა და ბინძურ კამპანიაზე, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ ავრცელებენ მატყუარა ნიკა გვარამია და ელისო კილაძე, რომლებიც ჩემთან მიმართებით ამბობდნენ, თითქოს მე მაწამებდნენ, ნაცემი ვიყავი და ამის ფონზე ვაკეთებდი მედიასთან განცხადებებს.

უამრავი ახლობელი მყავს, რომლებმაც შესაძლოა, დაიჯერონ ეს ცილისწამება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ექსპერტიზა ჩამეტარებინა და გამოვაქვეყნო დასკვნა იმის დასაამტკიცებლად, რომ არც ნაცემი ვარ, არც ნაწამები და გავაგებინო საზოგადოებას, თუ რაოდენ ბინძურ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი ჩემს წინააღმდეგ.

ეს არ არის ყველაფერი, ვთქვი, რომ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ გაჟღერებულ ცილისწამებაზე ჩივილს ვაპირებ, უბრალოდ, დავაცდი გამოძიებას, რადგან გამოძიებას არ მინდა ხელი შევუშალო.

ამის შემდეგ კი მათ სასამართლოს გზით მოვთხოვ პასუხს, კონკრეტულად ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს. ისინი პასუხს აუცილებლად აგებენ ბინძური ცილისწამების გამო. შემიძლია განახოთ ექსპერტიზის მტკიცებულება,ფოტო, რომ არ მაქვს არანაირი წამებისა და ცემის კვალი სხეულზე.

ექსპერტიზის დასკვნა დღეს ავიღე, სადაც აღნიშნულია, რომ 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით არ მაქვს არანაირი კვალი. მე ხომ ვიცოდი, რომ ასეც იყო, უბრალოდ,საზოგადოებას და ჩემს ახლობლებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა ის, რომ ცილი დამწამეს,ამიტომ გადავწყვიტე ექსპერტიზა ჩამეტარებინა.კონკრეტულად, ექსპერტიზა გუშინწინ ჩავიტარე,ხაზგასმით ვამბობ, რომ არავის ვაპატიებ ცილისწამებას”, განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ხვიბლიანის თქმით, ასევე სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ის თავდამსხმელის თანამზრახველია.

ipn.ge

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: