დევი ჭანკოტაძე: დაბადებიდან იარაღით დავდივარ, კანონი მაძლევს მაგის უფლებას და კობახიძეს ნაღდად არ შევეკითხები

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს. მისი თქმით, არჩევნების დღეს იარაღს სახლში დატოვებს.

„მე დაბადებიდან იარაღით დავდივარ, კანონი მაძლევს მაგის უფლებას და კობახიძეს ნაღდად არ შევეკითხები, ვატარო იარაღი თუ არა. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს იარაღს დავტოვებ სახლში, რომ რაიმე ეჭვი არ გაუჩნდეთ. ვივლი როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე.

რაც შეეხება ელექტროშოკებს, როგორც ვიცი, ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება ელექტროშოკები. დღეს ისეთი სიტუაციაა, კრიმინალი ყვავის, ბოლოს თუნდაც რაც ზუგდიდიში მოხდა, თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა ადამიანები და დღესაც გარეთ დადის. ამიტომ ხალხს ეშინია ქუჩაში გამოსვლის, განსაკუთრებით ქალბატონებს. ვიცი, ყველას გაქვთ ელექტროშოკები“, – განაცხადა ჭანკოტაძემ.

შეგახსენებთ, ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

Facebook Comments
%d bloggers like this: