6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთის დასავლეთით, ქალაქ სეფერლიხისარში. ეპიცენტრი პროვინცია იზმირში მდებარეობდა. ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.
AFAD-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე 16,5 კმ-ს შეადგენდა.
გავრცელებული ცნობით, იზმირში 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რომლის ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების თქმით, მიწისქვეშა ბიძგები სტამბულშიც იგრძნობოდა.
Facebook Comments