კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან, 683 თბილისში გამოვლინდა, 381 – აჭარაში, გარდაიცვალა 12 პაციენტი

Nusagi

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 59, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი – მათ შორის, თბილისში – 52, აჭარაში – 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 – აჭარაში, ხოლო 1 212 – თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში-1 435.სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 026 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში – 3 643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972 “, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: