მინდია უგრეხელიძე: რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?!

Nusagi

ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა და თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით, ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ.

ამიტომ მე მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული იმისათვის, რათა ჩვენ თვითონ ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, – ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის “არა ნაცებს” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

“არ შედრკეთ ქუთაისელებო! არ შეცდეთ ქუთაისელებო! იმისთვის, რომ არ შეცდეთ და არ შედრკეთ, აუცილებელია, ირწმუნოთ კრიტერიუმი, რომელსაც ქვია სახელად სამართლიანობა. მე თვითონ სამართლიანობის პროფესიის მსახური გახლავართ. არ ვიცი რამდენად კარგი და რამდენად წარუმატებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მე ვარ ერთგული ამ იდეისა და ვიქნები მარად. და თუ ჩვენ ვირწმუნებთ და ამ კრიტერიუმს მივიღებთ საზომად, ადვილი გადასაწყვეტი იქნება, რა უნდა ვქნათ 31 ოქტომბერს.

უბრალოდ დაფიქრდით, რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ მივცეთ ხმა სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! იმათ, ვინც სიცოცხლისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის იბრძვის. თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით, რა უნდა ითქვას და რა უნდა იქნას იმისათვის, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყოთ და მომავალი ბედნიერი გავხადოთ.

ერთადერთი სურვილი მაქვს და მე მინდა გაგიზიაროთ ეს. 31 თარიღი, საკრალურ თარიღად იქცა საქართველოსთვის. მე ვგულისხმობ 31 მარტს. ჩვენ გვაქვს იმის საშუალებაც რომ 31 ოქტომბერი დიად და საკრალურ თარიღად ვაქციოთ. ნუ იტყვით უარს ამ შესაძლებლობაზე. ამავე დროს დავუჭიროთ მხარი ჩვენს შესანიშნავ ქუთაისელებს, რომლებიც ღირსეულად არიან წარმოდგენილი აქ და მივცეთ ხმა იმათ, რომლებიც, დარწმუნებული ვარ ქუთაისს ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენენ. ჩვენს პრობლემატიკას, ზოგი იქ პარლამენტში, ზოგი აქ მერის თანამდებობაზე. ძვირფასო ქუთაისელებო, იმედი მაქვს, რომ არ გავამტყუნებთ ერთმანეთის მოლოდინს”, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: