ნაცმოძრაობა გვეუბნება ესენი არიან თქვენი მომავალიო: კობა ნაყოფია, გუბაზ სანიკიძე, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი, ნატო ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი…

Nusagi

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ერთიერთობის ხელმძღვანელი ლაშა ნავცლიშვილი უკრაინიდან დამკვირვებლების ჩამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, ჩარტერული რეისით უკრაინის მმართველი პარტიის 50 დეპუტატი ჩამოდის, რომელბის მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირები არიან და მათი მიზანია დამკვირვებლის სტატუსით სიყალბის ლეგიტიმაცია. 

„ვინაიდან ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს, მიშას ფეიკი კვლევის და ფეიკეგზიტპოლთან ერთად სჭირდება ფეიკ დამკვირვებელი, რომელიც შეიფუთება საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში. იპსოს-უკრაინა არის საფრანგეთიდან უკრაინაში წამოღებული ფრანშიზა, დაიქირავეს „აიპიემის“ გოგო, ღამე გვარამია რაღაცას დაწერს და დილით იტყვიან, რომ მოიგეს. ის საცოდავი გენიტალია ფეტიშისი გაბუნია რომ გამოიტანს ამ ინფორმაციას, სერიოზული ადამიანები ხომ ვერ დაიჯერებენ, ამიტომ საჭიროა იმიტაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის. ვინ შეიძლება ეს იყოს? რა თქმა უნდა, უკრაინა. 

მინდა ჩვენს ამომრჩევლებს ვუთხრა, არანაირი სადამკვირვებლო სტატუსი იმ ორგანიზაციას, რომელსაც მიშა აგზავნის უკრაინიდან, არ აქვს, ესენი არიან მიშას პარტიული დამკვირვებლები. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ყალბი, მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის. შეხედეთ ქალბატონი ალესას, ეს ვის უნდა დააკვირდეს….

როდესაც სააკაშვილი აქ პრეზიდენტი იყო და ძალიან სჭირდებოდა ტიმოშენკოს, 2500-კაციანი ზონდერ დამკვირვებლები გაგზავნა უკრაინაში. ახლა აქ სჭირდება და იქიდან გვიგზავნის. უბედურება ისაა, როდემდე უნდა ვუყუროთ ამას. სადამდე მიიყვანა ზელენსკი, ბოლომდე რომ ჩამოშალა და ახლა აქ მოდიან“,-აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ამ არჩევნებს ოცნება დამაჯერებლად იმიტომ იგებს, რომ ალტერნატივა ამაზრზენი ჰყავს.

„გვეუბნებიან, ჩვენ მოვიტოვებთ ბნელ წარსულს და წინ ვივლით ნათელი მომავლისკენ ამ სახეებით: კობა ნაყოფიათი, გუბაზ სანიკიძით, ცეზარ ჩოჩელით, დილარ ხაბულიანით, ნატო ჩხეიძით, რამაზ ნიკოლაიშვილით. აი ეს არის თქვენი მომავალი იცოდეთო და ამას გაჭმევთ ძალით ჩვენი დამკვირვებლებითო. 31 ოქტომბერს საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ვართ თუ არა ცივილიზებული ერი და ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და დავუსვათ წერტილი კითხვას „ხომ არ დაბრუნდებიან“. დავამთავროთ ნაცები იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები ხმას მივცეთ, ეს ნაძირალა და მაწანწალა როდემდე უნდა იყოს პრობლემა ამ ქვეყნის?  ეკონომიკაა ამოსაქაჩი, გარეჯი აქვს დასაბრუნებელი და როგორ შეიძლება, ეს მუდმივი ერორი გვქონდეს,,-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის “ ეთერში. 

ცნობისთვის, უკრაინულ ტელეარხმა გაავრცელა ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება. კიევში უკრაინელმა ჟურნალისტებმა სკანდალური ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. ისინი საერთაშორისო დამკვირვებლებს ფეიკ-იფსოსის კვლევებს წარუდგენენ. მეტიც, პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ “იფსოსის” უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება.

Facebook Comments
%d bloggers like this: