ოპოზიციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს გორთან ავარია შეემთხვათ, დაღუპულია 5 ადამიანი

Nusagi

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორთან. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან თბილისში გამართული ოპოზიციის აქციის მონაწილეები. ისინი მიტინგიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

 დაიღუპა 5 ადამიანი, 11-მა კი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: