სააკაშვილის უკრაინელ პოლიტიკოს”დამკვირვებელთა” მისია არ/ვერ შედგა

Nusagi

სააკაშვილის უკრაინელ პოლიტიკოს-“დამკვირვებელთა” მისია არ/ვერ შედგა. საქართველოს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. „SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა.

როგორც ჩანს საქართველოს და უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის იყო შესაბამისი კომუნიკაცია. ანდა შესაძლოა, ზელენსკის ადმინისტრაციას მეგობრულად ურჩიეს დასავლეთიდან – უკრაინას საგარეო ასპარეზზე იმიჯს ნუ შეულახავ. ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებლები დაწერენ ობიექტურ დასკვნას დემოკრატიულ და ტრანსპარენტულ არჩევნებზე, ხოლო მიკერძოებულ უკრაინელთა მისია კი გაახმოვანებდა სააკაშვილის დესტრუქციულ გზავნილებს.

თუმცა, მოდუნება ჯერ ადრეა. ნაცების ზონდერები და ნაცპროვოკატორები მაინც შეეცდებიან პოლიტიკური ველის ოდნავ აქოთებას, მაგრამ მასზე დესტრუქციულ და უკანონო დომინირებას არ მიეცემა გასაქანი!

ხვალ, ყველანი არჩევნებზე!
#41 🇬🇪,-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: