ჩიხლაძე გვარამიას პასუხობს: „ქრონიკას“ ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია, ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით

Nusagi

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში.

„კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც „იმედზე“ ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქეთ დისკრედიტებული და ჯამბაზი … ქრონიკას ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით“,- წერს ირაკლი ჩიხლაძე.

ცნობისთვის, გორში მომხდარ ავარიას ნიკა გვარამია გუშინ გამოეხმაურა და ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი თქმით, სამთავრობო მედია (იმედი) ეძებს რესპონდენტებს, ვინც იტყვის, რომ არა ეს აქცია, ის ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ.

primetime

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: