ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით

Nusagi

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, – ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.​

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ეკიპაჟების გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.

„ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ.

ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისთვის.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ხვალ თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, როგორც მაქსიმალურად კოვიდ-უსაფრთხო საჯარო სივრცე.

შესაბამისად, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისაკენ. ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებს მოიგებს ჩვენი პარტიის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც შექმნის მყარ ნიადაგს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: