დაშთაფაში “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Nusagi

მარნეულში, სოფელ დაშთაფაში საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სთავაზობდნენ, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ჯერ ქალები შესულიყვნენ, ხოლო შემდეგ მამაკაცები, მათი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს ფაქტი გააპროტესტა.

თავად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამგვარად არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ და ხმის მისაცემად უბანზე საკუთარი მხარდამჭერები შეჰყავდათ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: