დეივიდ ლიდინგტონი – ცივი ომის შემდეგ საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპაში

Nusagi

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი,- გამოცემა ,,cityam“ დეივიდ ლიდინგტონი, ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სეილსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება.

მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით, საქართველოში 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი.

დეივიდ ლიდინგტონი ბორის ჯონსონის განცხადებას ციტირებს, სადაც პრემიერ – მინისტრი ამბობს, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით.

,,მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი. თავის დროზე უილიამ ჰეიგის მთავრობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის წლიურ დიალოგზე დავიწყე მუშაობა.

ბრიტანეთის ფასეულობები ყოველთვის მოიცავს პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას. ჩვენ გვსურს საქართველოს მსგავსმა ახალმა დემოკრატიებმა მეტი კეთილდღეობა და პოლიტიკური სტაბილურობა იქონიონ. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დგას, ჯარისკაცებს მოკავშირეთა მისიებში აგზავნის ავღანეთში და გაერთიანებულ სამეფოს უჭერს მხარს სეილსბერში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის მოკვლევაში. თუმცა, უბრალოდ ვერ ვივარაუდებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა თავისით გაგრძელდება. რუსეთი კვლავ იკავებს საქართველოს ტერიტორიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კომერციულ და პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს პრო-დასავლური მისწრაფებების შემოსატრიალებლად. საქართველოში რეფორმების პროცესი ჯერ ისევ დასასრულებელია”,- ნათქვამია სტატიაში.
სტატიის დასასრულს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით.

,, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე ბორის ჯონსონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ამ ქვეყნის შემდგომ წინსვლას შიდა რეფორმების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი მართალი იყო. საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის. საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოს ლიდერების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნებისა და გაძლიერების მომსწრენი გავხდებით”,- აცხადებს ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: