ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც გეგმავს კრიმინალურ ქმედებებს, მით უმეტეს სისტემური სახით, ამას მოყვება სათანადო, მკაცრი რეაგირება

Nusagi

„სადაც არის დარღვევა, აუცილებელია რეაგირება, რაზეა საუბარი. სადაც არის კონკრეტული დარღვევა, წარმოადგინონ ყველამ ფაქტები და გპირდებით, რომ ყველგან იქნება კონკრეტული რეაგირება“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ვითარების შეფასებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ზუსტად იმის იდენტური სურათია, რაც იყო 2016, 2017 2018, 2019 წლებში და რასთან დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ“ გამაფრთხილებელი ბრიფინგები ჯერ კიდევ წინა დღეებში რამდენჯერმე ჩაატარა და დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა არჩევნებისთვის.

„ეს ეფუძნებოდა, მათ შორის გამოჟონილ ინფორმაციას, ერთი წარსულ გამოცდილებასა და მეორე – გამოჟონილ ინფორმაციას და დღეს ყველაფერი დასტურდება, მათ შორის, იარაღით სიარული საარჩევნო უბნებთან, მათ შორის, ზონდერ-ბრიგადების მობილიზაცია, მაგალითად ყარაჯალაში ჩაყავდა ბოტკოველს ზონდერ-ჯგუფი, სანამ ჩვენ ბრიფინგს ჩავატარებდით, მანამდე ბოლნისში ჩაიყვანეს ზონდერ-ჯგუფი და ა. შ.

მუდმივად ასე აკეთებენ იმისათვის, რომ პროვოკაციები მოაწყონ. ეს ხდება მუდმივად ყველა არჩევნებზე, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ მაქსიმალურად ინსტრუქციებია გაცემული ჩვენს აქტივისტებზე იმისათვის, რომ ეს პროვოკაციები არ გადაიზარდოს ინციდენტებში. როგორც ხედავთ, ჩვენ მაქსიმალურად ვახერხებთ ინციდენტების პრევენციას, როგორც ეს ხდებოდა მთელი ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დღესაც მაქსიმალურად ხერხდება ინციდენტების პრევენცია და კიდევ ერთხელ, აქედან ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებს მოვუწოდებ მაქსიმალური თავშეკავებისა და მოთმინებისკენ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მთლიანობაში საარჩევნო გარემო იყოს სათანადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სწორედ სამართალდამცავების და პარტიის ხელმძღვანელობის აქტიურობის შედეგია ის, რომ პროვოკაციების მიუხედავად, მძიმე ინციდენტები არ მომხდარა. შესაბამისად, პრევენციული ზომები მიიღება, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ არცერთი პროვოკაცია მძიმე ინციდენტში არ გადაზრდილა.

„აქ საუბარი იყო სისტემურ დესტრუქციულ გეგმაზე, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს არ იყო რაღაც ცალკეული შემთხვევის დაგეგმვა. ეს იყო სისტემური გეგმა, რომლის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ვითარების არევა. სწორედ გამოჟონილმა ინფორმაციამ და შემდეგ ჩვენმა პრევენციულმა განცხადებამ უზრუნველყო, რომ მათ სისრულეში ვერ მოყავთ საკუთარი გეგმა, დარბიან პისტოლეტებით და იარაღებით, დაყავთ აქეთ-იქით ზონდერ-ჯგუფები, მაგრამ პრევენციის ხარჯზე მოხერხდა ის, რომ ისინი ამ გეგმას სისრულეში ვერ მოიყვანენ. მაგრამ რაც შეეხება ამის ბოლომდე მიყვანას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ პრევენცია კარგია, მაგრამ როდესაც ვიღაც გეგმავს კრიმინალურ ქმედებებს, მით უმეტეს სისტემური სახით, ამას მოყვება, ბუნებრივია, სათანადო რეაგირება და მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: