კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ, მაგრად ვიგებთ

Nusagi

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს.

„მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა დიმიტრი შაშკინმაც. თუმცა, განაცხადა, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: