კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა, ინფორმაცია რუსთავი 2-ს” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ ექიმები დეტალურად არ საუბრობდნენ, უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები. 

24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: