უბანზე ხალხმრავლობის გამო, პრემიერს მეუღლესთან ერთად რიგში დგომა დიდხანს მოუწია

Nusagi

საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობის გამო, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას მეუღლესთან ერთად ხმის მისაცემად რიგში დგომა მოუწია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

„მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ხმის მიცემის შემდეგ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: