ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად აყალიბებს მთავრობას,-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უბნებიდან მიღებული პირველადი მონაცემების ამასვე ადასტურებს.
„რაც შეეხება ipsos-ის ეგზიტპოლებს, ის არის დაწერილი ერთ კაბინეტში და ამას ქვია გვარამიას კაბინეტი. დანარჩენი ორგანიზაციების მონაცემები ემთხვევა ჩვენს მიერ ჩატარებულ წინასწარ გამოკითხვებს, ასევე პირველად მონაცემებს, რომლებსაც ვიღებთ უბნებიდან“,-განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე დამაჯერებლად ლიდერობენ.
„17 უბანია დათვლილი და ჯერჯერობით მეშველიანი უსწრებს ოქრიაშვილს, რაჭაში გოჩა ენუქიძეს 86%-იანი მაჩვენებელი აქვს, ბეჟან წაქაძეზე ფიქსირდება 64 %. ტენდენცია აშკარაა და სავარაუდოდ, დიდ ცვლილებას არ ექნება ადგილი.საზოგადოებას თანდათან მიეწოდება უბნების მიხედვით შედეგები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.