ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, პარლამენტში „ქართული ოცნება“ პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს

Nusagi

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2787 უბნის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იან ბარიერგადალახულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის 120-დან 116 მანდატი ნაწილდება. რჩება 4 თავისუფალი მანდატი, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ (ამ დროის მონაცემებით, ესენია: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ალეკო ელისაშვილის – მოქალაქეები“).

2787 უბნის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ (48.51%) – 62 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთანებული ოპოზიცია“ (26.15%) – 33 მანდატი

„ევროპული საქართველო“ (3.8%) – 4 მანდატი

„ლელო“ (3.28%) – 4 მანდატი

„პატრიოტთა ალიანსი“ (3.23%) – 4 მანდატი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) – 4 მანდატი

„გირჩი“ (3. 07%) – 3 მანდატი

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (1. 41%) – 1 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ (1.02%) – 1 მანდატი

გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაბას“ შორის განაწილდება.

ცნობისთვის, კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, პროპორციული წესით საპარლამენტო მანდატების გადანაწილების ფორმულა ასეთია: – პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ 3 847 საარჩევნო უბანი იყო. ამ დროისთვის ცესკოს დათვლილი აქვს 2787 უბნის მონაცემები. შესაბამისად, ჯერ კიდევ დასათვლელია 1060 უბანი, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება შესაძლოა, შეიცვალოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პროპორციული წესით მიღებულ მანდატებს დაემატება მაჟორიტარული ნაწილით მოპოვებული მანდატებიც. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 29 ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს და მმართველი პარტია მხოლოდ გლდანში,

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: