თუ რომელიმე ჩვენთაგანი შევა ამ უღირს პარლამენტში, გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ

Nusagi

ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროპორციული სიის მეორე ნომერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა. ჩარკვიანმა სხვა პარტიის წარმომადგენლებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„პარლამენტში შესვლა არ შეიძლება. მე დღეს თამამი ვარ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს თქვენგან მოცემული მანდატი, თამამად გეტყვით, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ. მინდა ვთხოვო ასევე ჩემს კოლეგებს, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, არ შევდივართ, ესეიგი არ შევდივართ. თუ აღმოჩნდება ის ერთი თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის წინაშეა. რუსთაველზე მოსვლა ხმების დაცვა ჯერ კიდევ არაა, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა, აი ესაა ვაჟკაცობა“,-აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: