ირაკლი ჩიხლაძე: წლე­ბის შემ­დეგ, როცა ბინ­ძურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გა­ვიხ­სე­ნებთ, ყვე­ლას ეს არა­რა­ო­ბა გაგ­ვახ­სენ­დე­ბა

Nusagi

“იმე­დის” წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას განცხადებას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

“არა­სო­დეს არ ვიმ­ჩნევ­დი ამ არა­რა­ო­ბას, ან რო­გორ უნდა შე­მემ­ჩნია სა­სა­ცი­ლო ტე­ლე­პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვაც კი სიბ­რა­ლუ­ლით უყუ­რებს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და­სა­ცი­ნი და და­საძ­რა­ხი არ არის, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შიც არის. მისი “სა­მე­გობ­რო”, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ზურგსუ­კან დას­ცი­ნის, წე­სით მას­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს.

ისე გა­მო­ვი­და, რომ მე­ო­რე დღეა ჩემს ვოლ­ზე მას­ზე ვწერ. ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ არ ეხე­ბო­დეს და იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მი­წას­თან აქვს გას­წო­რე­ბუ­ლი 2007 წელს, ვე­რაფ­რით მი­იქ­ცევ­და ჩემს ყუ­რა­დღე­ბას. ხელ­მო­ცა­რუ­ლი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ვე­რა­სო­დეს დაბ­რუნ­და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სულ გვახ­სე­ნებს თავს რომ არ და­ვი­ვი­წყოთ. პრინ­ციპ­ში არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, ესაა კაცი, რო­მე­ლიც “იმედს” “სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბის” გამო არ­ბევ­და და ახლა მე­დი­ა­სივ­რცეს აბინ­ძუ­რებს, ისე რომ ფსკე­რი გახ­ვრი­ტა.

წლე­ბის შემ­დეგ როცა ბინ­ძურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გა­ვიხ­სე­ნებთ, ყვე­ლას ეს პარ­ტი­უ­ლი არა­რა­ო­ბა გაგ­ვახ­სენ­დე­ბა – რო­გორც ილუსტრა­ცია იმის თუ რა არ უნდა გა­ა­კე­თო არა­სო­დეს”, – წერს ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე.

ambebi.ge

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: