მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია

Nusagi

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ტვ-პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქიული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი რისკის ფასად მოვიდა და ხმა მისცა ოპოზიციას. მე ახლა ვდგავარ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 81-ე უბანზე, რომელზეც 1 კვირის წინ გავაკეთე განცხადება, რომ აქ იყო დარღვეული რეგულაციები, მთელი დღე გვიძევებდნენ დამკვირვებლებს, იყო უზარმაზარი რიგები. ჩვენ ამაზე პასუხს მოვითხოვთ, ეს უბანი უნდა გაბათილდეს.

რამდენიმე დღის წინ ჩემი შტაბის წევრს კახა კახიშვილის ზონდერმა, ვინმე გოგოლაძემ მიაყენა შეურაცხყოფა, ეს ბატონი გოგოლაძე ახლა არის ქართული ოცნების დამკვირვებელი. აქ არიან კიდევ კალაძის ზონდერები, მე მოვითხოვ რეაგირებას პოლიციისგან, რომელიც ამის მერე ივანიშვილს ვეღარ დაიცავს, რადგან ამის შემდეგ საქართველოს ეყოლება ღირსეული პოლიცია“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, აგრეთვე ეგზიტპოლების შედეგებით, 2020 წლის საპარლემნტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: