საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი გარდაიცვალა

Nusagi

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40,727 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25,104, გარდაიცვალა 335 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4,188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2,204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments
%d bloggers like this: