„ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადასცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას

Nusagi

„ხმების რაოდენობა პროპორციულ ნაწილშიც იმდენია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადაცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მეორე ტური სავარაუდოა, თუმცა არსებული პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ მოიგებს.

მამუკა მდინარაზე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება. მისივე თქმით, ხმების რაოდენობა პროპორციულ ნაწილშიც იმდენია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადასცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას. მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 100 მანდატის მოპოვებას ვარაუდობს.

აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძე „ოპოზიციის მიერ მოწყობილ მასკარადს ამომრჩევლის მოტყუებად აფასებს“, ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საპროტესტო მუხტის შექმნაა, თუმცა მისივე აზრით, ოპოზიციონერები ოქმების შედეგებიდან დარწმუნდებიან, რომ არაფრის შანსი აღარ აქვთ.

„ალბათ დაწყნარდებიან, და თუ არ დაწყნარდებიან, სახელმწიფო დღეს თავის ადგილზე მყარად დგას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: