ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა ძალიან დაბალია

Nusagi

დღეს, 2 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, დადგა ის პერიოდი, როდესაც რესპირაციული ვირუსების სეზონი აქტიურდება.

„ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მაგრამ მალე გამოჩნდება და გვექნება გრიპისა და კორონავირუსის ზედდება. გრიპისთვის ჩვენ გვაქვს ეფექტური ვაქცინა და ეს ძალიან კარგია.

გრიპის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2 კვირაზე მეტია, რაც საქართველოში მაღალი რისკჯგუფის მქონე ადამიანებს ვაქცინა უკეთდებათ, თუმცა მიმართვიანობა არც ისე მაღალია.

გასულ კვირას ქვეყანაში 77 000 დოზა გრიპის ვაქცინა შემოვიდა, რომელიც უკვე განაწილებულია. აგრეთვე გუშინ ღამით შემოვიდა დაახლოებით 110 000 დოზა და კიდევ იქნება დაახლოებით 23 000“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რისკჯგუფებმა გამოიყენონ გრიპის ვაქცინა და მიმართონ კლინიკებს.

„გრიპის ვირუსი ორსულებს ერჩის, ამიტომ გთხოვთ გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ, ეს აუცილებელია “, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველა კლინიკაში, სადაც კი ამცრელი კაბინეტია არის გრიპის ვაქცინა და ამ კვირაში კიდევ დაემატება.

Facebook Comments
%d bloggers like this: