,,ამ ქალის ცრემლებს არ შეგარჩენთ, არა!!!”-გელა ზედელაშვილი

Nusagi

,,განრისხებული წერილი “ქართულ ოცნებას”!

მე თქვენ შეიძლება ყველაფერი გაპატიოთ – “ნაციონალი” მამულიშვილების დაჩაგვრაც, არჩევნების გაყალბებაც, საარჩევნო უბნების დარბევაც, დამკვირვებლების გატაცება და დახვრეტაც, ქუჩებში სისხლის გუბეების დაყენებაც, მაგრამ ამის ცრემლებს ვერ გაპატიებთ!ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ბებერი თქვენ არ იცით, ყლორტი თქვენ არ იცით, მანდილოსანი თქვენ არ იცით, ვაჟკაცებს თქვენ არ სცნობთ, რა დედამ გშობათ?!მაიცადეთ!

ქალმა ჭიპი პარლამენტში მაიჭრა, ათეული წლები გემსახურათ, ქვეყანა ფეხზე დააყენა, გაალამაზა, ეკლესია-მონასტრები აღაშენა, გვირაბები გაიყვანა, ავტობანები გადაჭიმა, ამდენ რუდუნებაში ნაწუწნ კანფეტ დეემსგავსა და ეხლა ეუბნებით, გეყოფაო?!თქვენ რა იცით, ეყოფა თუ არა?!იცით, რას გიზამთ? ამ სურათს გადავუგზავნი ეუთო/ოდირს და ნახავთ, რაც მოგივათ!გიმეორებთ: ამ ქალის ცრემლებს არ შეგარჩენთ, არა!!!”=წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გელა ზედედლაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: