ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, რა ჯანდაბას აკეთებენ?-დონალდ ტრამპი

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრმაპი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „დრაკონულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ შეზღუდვები არაეფექტურია, ვინაიდან შემთხვევები როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში იზრდება.

„ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, მაგრამ დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იზრდებოდა. ახლა ეს ყველაფერი ხელახლა უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი“, – განაცხადა ტრამპმა მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ამერიკაში კარანტინი აღარ დაწესდება. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯო ბაიდენს ამერიკელების ჩაკეტვა სურს.

არანაირი ლოქდაუნი აღარ გვექნება. ჯო ბაიდენის მიზანი ლოქდაუნის დაწესებით თქვენი სახლში დაპატიმრებაა,“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ახალი შეზღუდვები დააწესეს. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააანონსა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც. მისი თქმით, ახალი შეზღუდვები მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ამოქმედდება და ძალაში დეკემბრის დასაწყისამდე დარჩება

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: