გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 2 ნოემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში:
🔴საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მოსახლეობას.
🔴სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
🔊 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
Facebook Comments