ლევან ნიკოლეიშვილი: წყარო ადასტურებს, რომ 31 ოქტომბრის ღამეს, გავეშებული სააკაშვილი უწყვეტი ზარებით, მუქარით და დედის გინებით გვარამიასგან კატეგორიულად ითხოვდა იფსოსის ეგზიტპოლის შედეგების შეცვლას

Nusagi

წყარო ადასტურებს, რომ უმძიმესი საღამო ჰქონია გვარამიას 31 ოქტომბერს. ეგზიტპოლის გამოცხადებამდე სიტუაცია თურმე უკიდურესად დაიძაბა. მანამდე გატარებულ უძილო ღამეებს, ნერვების უკიდურეს დაძაბვას, უტიფარი სიცრუის სიმართლედ გასაღებისთვის ძალების არაადამიანურ მობილიზაციას და იმის გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, დაემატა გავეშებული სააკაშვილის უწყვეტი ზარები, მუქარა და დედის გინება. მიშა კატეგორიულად ითხოვდა იფსოსის ეგზიტპოლის შედეგების შეცვლას,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,, დუჟმორეული მიშა არ ცხრებოდა. ნაცებს უნდა მოეგოთ ეგზიტპოლში – ეს ჭირდებოდა მიშას რევოლუციურ სცენარს. ,,რაიხსპროპაგანდის მთავარი ბუნაგიდან ინფორმაცია საცერივით ჟონავს. რაც, ბუნებრივია – ჩასაძირად გამზადებული გემიდან მედიავირთხები გარბიან ან გასაქცევს ეძებენ. შესაბამისად, არაერთი წყარო ადასტურებს, რომ უმძიმესი საღამო ჰქონია გვარამიას 31 ოქტომბერს.

ეგზიტპოლის გამოცხადებამდე სიტუაცია თურმე უკიდურესად დაიძაბა. მანამდე გატარებულ უძილო ღამეებს, ნერვების უკიდურეს დაძაბვას, უტიფარი სიცრუის სიმართლედ გასაღებისთვის ძალების არაადამიანურ მობილიზაციას და იმის გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, დაემატა გავეშებული სააკაშვილის უწყვეტი ზარები, მუქარა და დედის გინება. მიშა კატეგორიულად ითხოვდა იფსოსის ეგზიტპოლის შედეგების შეცვლას. მაინც აყალბებ და ბარემ ისე დაწერე, თითქოს მე ვიგებო – ხაოდა სააკაშვილი. გვარამია ბოლომდე უწევდა თურმე წინააღმდეგობას და სიტყვა და გინებაც შეუბრუნა ბელადს. ამ ვაჭრობა-ვაჭრობაში გვარამია პროცენტებს თანდათან უმატებდა ნაცებს და აკლებდა ოცნებას, მაგრამ დუჟმორეული მიშა არ ცხრებოდა. ნაცებს უნდა მოეგოთ ეგზიტპოლში – ეს ჭირდებოდა მიშას რევოლუციურ სცენარს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, შვილიშვილმა ბაბუას იქით დაუწყო სექსის სწავლება – გვარამია არ დაემორჩილა უფროსს და ეთერში ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – სიმწრით გამოყვანილი რიცხვები.

წყარო ამბობს, რომ გვარამია ამისთვის აუცილებლად დაისჯება, მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამესვე, ნაცემი ძაღლივით მისავათებულმა და ბელადისგან შერისხულმა, თავს მაინც დაატანა ძალა, ცეესკოსთანაც ირბინა მიკროფონით და ქუჩაში გამოდაყვანად შემოუძახა ოპოზიციას, მაგრამ მიშას თვალში რეაბილიტაცია მაინც ვერ შეძლო – მედია-ბუცეფალი ორ მხედარს ვეღარ ათრევს, გვარამია ჩამოწერილი და უტილიზირებითვის გამზადებულია”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: