“ლელოს” გადაწყვეტილება ცნობილია

Nusagi

პოლიტიკური პარტია “ლელო” არ აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

“ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა “ლელოს” პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ აპირებს შესვლას ამ პარლამენტში, რადგან “ლელო” არ აპირებს ამ არალეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას. ჩვენ გვიხარია, რომ არის ერთსულოვნება და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მივიღოთ ობიექტურ პირობებში ჩატარებული არჩევნები. ვიბრძოლდბთ, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომლის შედეგიც არ გამოიწვევს არცერთ კითხვის ნიშანს” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: