მოქალაქე ტვ-პირველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Nusagi

მოქალაქე ტვ-პირველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ციური გოგიტიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ ერთ-ერთ გადაცემაში მისი ფოტო გამოიყენა და განაცხადა, რომ ის კარუსელში მონაწილეობდა. 

73 წლის პროფესორი არხს სიცრუეში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ტვ-პირველზე გასული სიუჟეტის მიხედვით, მან არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ მიიღო და ხმა ქობულეთსა და თბილისში მისცა. ციური გოგიტიძის თქმით, მან ხმა ქობულეთში მისცა, ხოლო არხზე გასულ სიუჟეტში, ფოტოზე სხვა ადამიანია აღბეჭდილი, თავად კი,  ქობულეთიდან არსად წასულა. 

„ერთი თვეა, ქობულეთიდან არსად გავსულვარ, არც ბათუმში, არც თბილისში, მე ლექციებს როგორღა ჩავატარებ, როდესაც ამხელა სიცრუით ასეთი ზიანი მომაყენეს. მე არ გავჩერდები და აუცილებლად გავასაჩივრებ“,-აცხადებს ციური გოგიტიძე.

მისივე თქმით, ტვ-პირველის სიუჟეტის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს, რომლებიც არჩევნების დღეს ხმის მისაცემად ერთად წავიდნენ, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდნენ. მათი თქმით, ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახლში დაბრუნების შემდეგ არსად გასულა. 

ტვ-პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მას საბოდიშო არაფერი აქვს, რადგან სიუჟეტში ქალის იდენტიფიცირება არ მომხდარა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: