საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

Nusagi

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 6 ადამიანი, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800, გარდაიცვალა 342 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: