ავსტრიის დედაქალაქ ვენაში რამდენიმე ლოკაციაზე ტერორისტული აქტი განხორციელდა

Nusagi

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან მომხდარი სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა პოლიციის ოფიცერი.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

BBC-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი შეაფასა როგორც “ტერაქტი” და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალა, ერთი კი გაიქცა. კარლ ნეჰამერმა ​ავსტრიულ მაუწყებელს ORF- ს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელა.

ვენის ცენტრში პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: