ავსტრიის მთავრობა აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები კვლავ თავისუფლები არიან

Nusagi

შეიარაღებული პირები, რომლებმაც ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმა მოაწყეს, კვლავ თავისუფლები არიან. ამის შესახებ ავსტრიის შს მინისტრმა განაცხადა.

ORF- სთან ინტერვიუს დროს მინისტრმა თქვა, რომ ტერორისტების დასაკავებლად სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

”ჩვენ კვლავ ვიბრძვით სავარაუდო ტერორისტების წინააღმდე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დამნაშავე შეიარაღებულია”, – დასძინა მან.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გავრცელებული ცნობით, ის იდენტიფიცირებულია და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის კავშირში.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ცენტრში, სადაც სინაგოგა მდებარეობს თავდასხმა მოხდა. მომხდარი ქვეყნის შს მინისტრმა “ტერორისტულ აქტად” შეაფასა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: