ანრი ოხანაშვილი: ძალიან მძიმე სანახავია კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი დამუნათებული ოპოზიცია

Nusagi

ძალიან მძიმე სანახავია კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი დამუნათებული ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, პატარა და ახალაგაზრდა პარტიებს იმ იმედით დაუჭირეს მხარი, რომ იქნებ მათი ხმაც ყოფილოიყო წარმოდგენილი პარლამენტში, თურმე აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჭერიათ მხარი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ოპოზიცია ტყვეობაში ჰყავს და ეს უმძიმესი სანახავია.

„აბა, გაბედოს რომელიმემ და საკუთარი ამომრჩევლის ხმა დააყენოს უპირატესად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: